„გთხოვთ დაგვეხმარეთ“ - უკრაინელი მებრძოლი ქალები მიმართვას ავრცელებენ

„გთხოვთ დაგვეხმარეთ“ - უკრაინელი მებრძოლი ქალები მიმართვას ავრცელებენ
21-03-2022, 22:20 - 2022
1 474

„გთხოვთ დაგვეხმარეთ ამ ომის გაჩერებაში... ვერ გაგვტეხენ, ჩვენ გავიმარჯვებთ“, - ასე მიმართავენ უკრაინელი მებრძოლი ქალები ბელარუსებს.
 
„ბელარუსო დებო და ძმებო, ჩვენ, უკრაინელი ქალები მოგმართავთ თქვენ. მტერი ანგრევს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, კლავს ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს. ჩვენს დებსა და შვილებს კადიროველები აუპატიურებენ. მილიონობით უკრაინელი გახდა ლტოლვილი. ჩვენ საკუთარ სამშობლოს ვიცავთ და ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. 
 
მაგრამ, გულისტკივილით ვუყურებთ, როგორ ფრინდებიან მტრის თვითმფრინავებით თქვენი აეროდრომებიდან. რაკეტები მოფრინავს თქვენი ტერიტორიიდან და აგრესორის ჯარი თქვენი ქვეყნიდან შემოდის. 
 
ჩვენ გვჯერა ჩვენო ბელარუსო დებო და ძმებო, რომ თქვენ ამ წყეული ომის წინააღმდეგი ხართ. არ გინდათ, რომ უკრაინელებს ხოცავდნენ და უკრაინას ანადგურებდნენ“, - ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა