განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
17-11-2020, 17:07
ავტორი: მერი ტაბატაძე

თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ განცხადებას თბილისის ინფექციური კლინიკა ავრცელებს.

მათი ცნობით, ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს.

"თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. მას გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა. ამ დროისთვის ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა ტემპერატურა შედარებით დაბალია.

გაზიარება
მოინახულეს 88-ჯერ
კომენტარები