გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვლამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. სააგენტოს ცნობით, ჰაერი +13, +15 გრადუსამდე გათბება.