სალომე ზურაბიშვილი „ენმ“-ის პარლამენტში შესვლას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი „ენმ“-ის პარლამენტში შესვლას ეხმაურება

31-01-2022, 21:53 - 2022
857
       

მივესალმები კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე.

„პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პოლარიზაციის დაძლევას, ასევე მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა“, - ნათქვამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები