გუშინდელ აქციაზე ისტორიკოსი და მოაზროვნე ირაკლი ვეშაგურიძე დააკავეს

გუშინდელ აქციაზე ისტორიკოსი და მოაზროვნე ირაკლი ვეშაგურიძე დააკავეს

3-02-2025, 12:01 - 2025
632
       

2 თებერვლის აქციაზე ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დააკავეს.
 
ინფორმაციას გადაცემა „რა? სად? როდის?“ Facebook გვერდზე ავრცელებს: „თავისუფლება ირაკლი ვეშაგურიძეს!“. ვეშაგურიძის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს ისტორიკოსი ბექა კობახიძეც.
 

„ქვეყნის 10%-ს რომ ჰქონდეს ირაკლი ვეშაგურიძის დონის განათლება, სინდისი, სამოქალაქო შეგნება და პატიოსნება, დღეს ჩვენ ძალიან კარგი, ქართულ საფუძვლებზე აგებული ევროპული სახელმწიფო გვექნებოდა. დღეს ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დაიჭირეს. მე იმის მრცხვენია აქამდე რომ არავის დავუჭერივარ, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ არაფერზე ხმა რომ არ ამოგიღიათ, „კოლეგებო“?“, - წერს კობახიძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები