ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 45 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 45 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

4-08-2024, 16:11 - 2024
1 061

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 45 წლის კაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 


ის მარტო ცხოვრობდა, მეზობლებმა ცხედარს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც სპეციფიკური სუნი იგრძნეს. 

არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანების და ძალადობის კვალი არ აღენიშნება. 

გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ცხედარი უკვე გადაასვენეს გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

პოპულარული
რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა