კანადური მედია Toronto Star-თან ინტერვიუში კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლეირმა თქვა, რომ, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, უკრაინაში ჯარისკაცების გასაწვრთნელად სამხედროებს გაგზავნიან.
მან ხაზი გაუსვა, რომ მათ არ ექნებათ საბრძოლო დანიშნულება.
ბლეირმა თქვა, რომ ამ საკითხს კვირის დასაწყისში, პარიზში განიხილავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კანადა არ გეგმავს საბრძოლო პერსონალის გაგზავნას, თავდაცვის მინისტრმა გამოთქვა პოზიცია, რომ მათთვის მისაღებია ინსტრუქტორების გაგზავნა.
გასულ კვირაში კანადასა და უკრაინას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო მწვრთნელები უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლოა დაბრუნდნენ, როცა შესაბამისი პირობები შეიქმნება.
„ეს, ვარჯიშების ჩატარება უნდა შესრულდეს ძალიან ფრთხილი და შეზღუდული გზით“, - თქვა მედიასთან კანადის თავდაცვის მინისტრმა.