რეკლამა
ალუდა ღუდუშაური - მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის სირცხვილი

ალუდა ღუდუშაური - მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის სირცხვილი

29-09-2023, 21:36 - 2023
2 890

„მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის სირცხვილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, „სააკაშვილს, გვარამიას, უგულავას, მერაბიშვილს, ადეიშვილს და ამ კოჰორტას ღირსებით სავსე ქვეყანაში ნული აქვთ შანსი“.

„გასაგებია მათი ფერისცვალება და უგულავა რომ ვიღაცებს ჩაანაცვლებს. როგორ გამეტებით ტალახს ესროდნენ და რეებს იძახდნენ ერთმანეთზე, ეს ხომ კარგად გვახსოვს?! არსად არავის წაუღია ის, რომ უგულავას შეფასებით, ეს ადამიანი იყო ჯართი. 2017 წელს უგულავასთვის ჯართი, 2023 წელს ქართველი ხალხისთვის მომავლის მომტანი როგორ უნდა იყოს? რამდენიმე თვის უკან ქართულადაც კი არ ისურვა საუბარი და მოითხოვა თარჯიმანი, ყველაფერი ქართული აქვს დავიწყებული. თავმოყვარეობის ნატამალიც კი არ აქვს და რა პოლიტიკა და ნათელი მომავალი უნდა შესთავაზოს ადამიანმა, რომელსაც უმძიმესი ბრალდებები აქვს წაყენებული და ერთ ბრალდებაზეც არ აქვს პასუხი გაცემული, სასამართლოში საუბრობს მხოლოდ აბსურდულ რაღაცებზე, სხვა გალაქტიკაში იმყოფება და არ აკეთებს შეპასუხებას იმისას, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, ქუჩაში უმოწყალოდ დარბევა, დგას და აბსოლუტურ დემაგოგიაშია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა