„არავინ იცის ნიკა მელია რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ მის ხელში პარტიის რეიტინგი განახევრდა - 600 000-იან პარტიას ლიდერი ციხეში უკვდება“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებს და „ენმ“- ის თავმჯდომარე, რომლის ხელშიც, პარტიის რეიტინგი განახევრდა, უნდა გადადგეს.
„ერთხელ თქვეს, რას არ აკეთებს ნიკა მელიაო? აბა რას აკეთებს, მოდით ის ჩამოვთვალოთ. არავინ იცის, რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ მის ხელში რეიტინგი განახევრდა და კიდევ უფრო ნაკლებია. პარტიის ხელმძღვანელი, რომლის ხელშიც დასავლური ვექტორის პარტიის რეიტინგი განახევრდება, უნდა გადადგეს. ვინ უნდა მოვიდეს თავმჯდომარედ, მე ეს ნამდვილად არ ვიცი. 600 000-იან პარტიამ ვიღაც ერთი პატრიოტი, გონიერი, ინტელექტუალური ადამიანი ამოარჩიოს, რა ვიცი, არ შეუძლიათ?“, - განაცხადა ჩარკვიანმა.