„რუსთავი უკვე მესამე მუნიციპალიტეტია, სადაც ჩვენმა პარტიამ „საქართველოსთვის“ თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით შევძელით კრიზისის თავიდან აცილება“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საკრებულოს წევრად ნოდარ შეროზია არჩეულია ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების და ვალდებულების გარეშე „ოცნებასთან“ ან „ნაცმოძრაობასთან“.
„დღეს, რუსთავში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის შემდეგ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნოდარ შეროზია არჩეულ იქნა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ.
ხაზს ვუსვამთ, არჩეული ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების და ყოველგვარი ვალდებულების გარეშე „ოცნებასთან“ ან „ნაცმოძრაობასთან“.
ამიტომ, ორივეს, „ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ მიღებული მანდატების შესაბამისად, მოვუწოდებთ, როგორც მოადგილეების, ისე კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებზე, იმუშაონ რუსთავისთვის და რუსთაველებისთვის“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.