RSF: უკრაინელი ფოტოჟურნალისტი რუსებმა სიკვდილით დასაჯეს

RSF: უკრაინელი ფოტოჟურნალისტი რუსებმა სიკვდილით დასაჯეს

22-06-2022, 13:28 - 2022
657
       

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ [RSF] უკრაინელი ფოტოჟურნალისტის მაკსიმ ლევინისა და მისი მეგობრის, ოლექსი ჩერნიშოვის დაღუპვის გარემოებები შეისწავლა და აცხადებს, რომ ისინი რუსმა სამხედროებმა კიევთან ახლოს ტყეში, სიკვდილით დასაჯეს.
 
„ლევინი ტყეში სავარაუდოდ თავისი დრონის დასაბრუნებლად შევიდა, რა დროსაც ის ოკუპანტებმა შენიშნეს, რომლებსაც ტერიტორიის ნაწილი უკვე დაკავებული ჰქონდათ - ჟურნალისტი დარწმუნებული იყო, რომ დრონის კადრები უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის კარგი მტკიცებულება იყო“ - წერს ორგანიზაცია
 
RSF-ის ცნობით, სიკვდილით დასჯას სავარაუდოდ წინ უძღოდა წამება და დაკითხვა.
 
უკრაინის უსაფრთხოების ძალებს, დანაშაულის ადგილი უკვე იდენტიფიცირებული აქვთ. ადგილზე აღმოჩნდა ლევინის დამწვარი ავტომანქანა ფორდ მავერიკი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები