„ქართული ოცნება“ ქუთაისის მერიის შენობას ყიდის

„ქართული ოცნება“ ქუთაისის მერიის შენობას ყიდის

15-06-2022, 14:06 - 2022
4 364
       

ქუთაისის მერიის შენობა იყიდება, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ მუშაობას.
 
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, „ქუთაისიპოსტი“ ავრცელებს.
 
მათივე ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე ალტერნატიული ადგილი, სადაც, შესაძლოა მერია, საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია განთავსდეს. ერთ-ერთი ვერსიით, მერია და საკრებულო, შესაძლოა კონტროლის პალატის, ხოლო გუბერნია - საგზაო დეპარტამენტის შენობაში გადავიდეს. ერთ-ერთ ალტერნატივად მოიაზრება წინა მთავრობის მიერ აშენებული მთავრობის სახლის ყოფილი შენობაც, თუმცა, ამ შემთხვევაში შემაფერხებელი მიზეზი მისი მდგრადობაა.
 
არსებული ინფორმაციით, წლების განმავლობაში მოუვლელი და მიტოვებული შენობა ექსპერტიზას საჭიროებს. მერიის ადმინისტრაციული შენობის გასხვისების შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების ახალ სამუშაო სივრცედ ასევე მოიაზრება პროკურატურის ყოფილი შენობა.
 
ეკონომიკის სამინისტრომ მერიის ოთხსართულიანი შენობა გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში უკვე შეიტანა.
 
ქუთაისის მერიის შენობა ამ დრომდე ქალაქის ბალანსზეა. იგი ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება, სადაც მერიის სამსახურები, საკრებულო და იმერეთის მხარის ადმინისტრაციაა განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი 3279 კვ.მ-ია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები