იმ ქუჩების ჩამონათალი, რომლებსაც 31 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

იმ ქუჩების ჩამონათალი, რომლებსაც 31 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

31-01-2022, 08:57 - 2022
1 319
       

31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. კომპანია „თელასი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნულის მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებას ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი - 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) და რესპუბლიკის მოედნის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი - 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მონადირის, ავშნის, ფირცხალავას და ნუშის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჩაქვის და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი - 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ვაშლიჯვრის დასახლების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟ-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნადირაძის, ქავთარაძის და შავიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი - 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და გულბანის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები