რუსეთი არის ოკუპანტი - მეუფე ნიკოლოზი

რუსეთი არის ოკუპანტი - მეუფე ნიკოლოზი

20-03-2022, 19:27 - 2022
747
       

მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას აფასებენ. 
 
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა და თქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია.
 
ჩემი, როგორც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, პოზიცია ეს არის თანაგრძნობა, სიყვარული და თანადგომა იმათ მიმართ, ვინც არის მსხვერპლი ამ ომის. 
 
საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა, დღესაც ამბობს და თქვენ თვალწინ გავიმეორებ - რუსეთი არის ოკუპანტი. 
 
ეს არის ოკუპაცია, რაც რუსეთმა განახორციელა საქართველოს მიმართ არ მერიდება ამ სიტყვის ხმარება
“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები