სამადაშვილი: ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება

სამადაშვილი: ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება

1-02-2022, 10:43 - 2022
604
       

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებშია ის, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთიან ტექსტზე შეთანხმდნენ. 

როგორც მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე რეზოლუციის ტექსტის განხილვისას აღნიშნა, ძალიან ცუდი იქნება, თუ პარლამენტი ვერ მიიღებს იმ პროექტს, რომელსაც სრული მხარდაჭერა ექნება.

„მინდა გაზი გავუსვა იმ უკიდურეს რეგრესს, რაც შეეხება პარლამენტში მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ოპოზიციის მიმართ. ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ, აზიანებს ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება რეზოლუციის პროექტს, კარგია, რომ მმართველმა გუნდმა დიდი ხნის და სამარცხვინო სიჩუმის შემდეგ აუცილებლად ჩათვალა, რომ უკრაინაზე რეზოლუცია თავისი პროექტი მაინც წარედგინა, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, თუ ჩვენ ვერ მივიღებთ საბოლოოდ იმ პროექტს, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა ამ წარმომადგენლობით ორგანოში. ამიტომ ჩემი მოწოდება ამ კომიტეტის მიმართ არის ის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა და წარმოვადგინოთ ტექსტი, რომელსაც ექნება უპირობო მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები