როგორ დაიცავენ პროევროპული პარტიები ხმებს - კონსულტაციები დასრულებულია.
„ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19 საათზე რუსთაველზე და მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას“, - განაცხადა ანა დოლიძემ ოპოზიციის გაერთიანებულ ბრიფინგზე.
„თქვენ წინაშეა ერთობა იმ სამი ოპოზიციური გაერთიანების , რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღო ხალხის ნდობა და მანდატი, რომ მართოს ეს ქვეყანა და შეიყვანოს ეს ქვეყანა ევროკავშირში.
ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ სწორედ ის გაერთიანებები, რომელმაც თქვენგან მიიღეს ნდობა, რომ წინ გაუძღვნენ ამ ქვეყანას განვითარების გზაზე...
...შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.