განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 308 პირი მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 308 პირი მართვით სუნთქვაზეა
21-11-2020, 11:31
ავტორი: სალომე მამნიაშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 308 პირი მართვით სუნთქვაზეა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში 849 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, საქართევლოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 100 684 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 81 783 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 927 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 17 948 აქტიური შემთხვევაა.

გაზიარება
მოინახულეს 69-ჯერ
კომენტარები