თურქეთი საკუთარი COVID-19-ის ვაქცინის წარმოებას აპრილამდე გეგმავს, - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.
ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
"ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ
ადგილობრივი ვაქცინის შექმნაში. ვაპირებთ საკუთარი ვაქცინის ბაზარზე შემოტანას მაქსიმუმ აპრილამდე", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, თურქული ვაქცინის კლინიკური გამოკვლევები შეუფერხებლად მიმდინარეობდა და არცერთ მოხალისეს გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებოდა.
დღეისათვის დაახლოებით 44 მოხალისე მონაწილეობს თურქული ERUCOV-VAC ვაქცინის პირველ ფაზაში.
თურქეთი COVID-19-ის ვაქცინას აპრილამდე წარადგენს
26-11-2020, 00:45
ავტორი: მარიამ ირემაძე
გაზიარება
მოინახულეს 197-ჯერ