განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და გვერდით მოვლენებს არ იწვევს - Pfizer-ის ცდების საბოლოო შედეგები

ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და გვერდით მოვლენებს არ იწვევს - Pfizer-ის ცდების საბოლოო შედეგები
18-11-2020, 18:49
ავტორი: მარიამ ირემაძე

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ი კლინიკური ცდების საბოლოო შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და გვერდით მოვლენებს არ იწვევს.

ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევაში 44 000 მოხალისე მონაწილეობდა. კოვიდ-19-ის 170 შემთხვევიდან 162 პლაცებოს ჯგუფში იყო, ხოლო რვა ვაქცინის ჯგუფში. 10 მძიმე შემთხვევიდან ცხრამ პლაცებო მიიღო. მოხალისეთა 3.7 პროცენტს მეორე დოზის მიღების შემდეგ დაღლილობა აღენიშნებოდა, 2%-ს თავის ტკივილი. მოზარდებს უფრო ნაკლები და მსუბუქი გვერდითი ეფექტები ჰქონდათ.

Pfizer-ი, რომელმაც ვაქცინა გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან ერთად შექმნა, აცხადებს, რომ თუ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ორდოზიანი ვაქცინის ლიცენზიას გასცემს, წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნება 50 მილიონი დოზა, მომავალ წელს კი 1,3 მილიონამდე დოზა დამზადდება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, კიდევ ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Moderna-მ ადრეულ ანალიზებზე დაყრდნობით გვამცნო თავისი ვაქცინის 94,5%-იანი ეფექტურობის შესახებ.

გაზიარება
მოინახულეს 169-ჯერ
კომენტარები