ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი ერთ-ერთ ბარაკში გაჩნდა, რის შედეგადაც საოჯახო ნივთები დაიწვა. ხანძრის შედეგად დაიწვა კიდევ ერთი ბარაკის სახურავი.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ის უკვე ლიკვიდირებულია.
ფოტო: „ბათუმელები“.