გიგი უგულავა: კანონის ფარგლებში მოქმედებს ხალხი, უკანონოდ მოქმედებენ ესენი

გიგი უგულავა: კანონის ფარგლებში მოქმედებს ხალხი, უკანონოდ მოქმედებენ ესენი

2-02-2025, 17:09 - 2025
2 901

„კონსტიტუცია არის ყველა კანონზე მაღლა და კონსტიტუციაში ამ ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.
 
მისი თქმით, ხალხი კანონის ფარგლებში მოქმედებს.
 

„კანონის ფარგლებში მოქმედებს ხალხი - უკანონოდ მოქმედებენ ესენი [სამართალდამცავები]. კონსტიტუცია არის ყველა კანონზე მაღლა და კონსტიტუციაში ამ ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი. ამაში მოვალეობა დარბევა კი არა ამ პროტესტის უზრუნველყოფაა. ასე რომ, კანონს არღვევენ ესენი. ჰგონიათ ერთხელ და ორჯერ ეს ნიღაბი დაიცავთ. საბოლოო ჯამში, ეგ ნიღაბი დაღუპავს მაგათ სათითაოდ. ტყუილად ჰგონიათ, რომ პასუხისმგებლობას გაექცევიან. ცხოვრება გრძელია და თითოეულს მოეკითხება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა