„[მართლმადიდებლობის]სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება“, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ დათუაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა.
მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან და მსჯელობა გაგრძელდება.
„ყველაფერი კარგად იქნება! პოზიცია არის დადებითი. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება. იქნება მსჯელობა შემდეგში, ახლა, არაფერზე არ შევთანხმდით. გადაწყვეტილება ერთადერთი არის ის, რომ იქნება მსჯელობა რელიგიის საკითხი წარმოჩინებული იყოს უფრო აღმატებული ხარისხით“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.