ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი, დიმიტრი მედვედევი თბილისში მიდინარე აქციებს გამოეხმაურა.
მედვედევი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„თბილისში დისკუსია უცხოური აგენტების კანონის შესახებ ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში ხალისიანი ქართული თავპირისმტვრევის სფეროში გადავიდა.
ის, ვინც ასეთ ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, დაე პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ ანარეკლს.
ამ ყველა მიტინგის მიღმა ჩანს გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი“, - წერს მედვედევი.