ისრაელის ელჩი ჯო ბაიდენს: ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის

ისრაელის ელჩი ჯო ბაიდენს: ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის
16-10-2023, 14:05 - 2023
6 933

„ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის“, - ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა CNN-ს განუცხადა.


მისი თქმით, ისრაელი გააკეთებს რაც საჭიროა, „ჰამასის“ გასანადგურებლად

„ჩვენს ინტერესებში ღაზას ოკუპაცია ან ღაზაში დარჩენის ინტერესი არ გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით და ერთადერთი გზა, როგორც თავად პრეზიდენტმა ბაიდენმა განსაზღვრა არის „ჰამასის“ განადგურება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გავანადგუროთ მათი შესაძლებლობები“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

კომენტარები
რეკლამა