„ჩვენ წარსულზე და წარსულის არცერთ ფურცელზე არა ვართ შეთანხმებული. ჩვენ სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია თუნდაც ბოლო 30 წლის არ გაგვაჩნია“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის საკითხზე მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებამ ისტორიის გარკვეულ ფურცლებზე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ.
„პროცესი იწყება იმით, რომ ჩვენ წარსულზე და წარსულის არცერთ ფურცელზე არა ვართ შეთანხმებული. ჩვენ სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია თუნდაც ბოლო 30 წლის არ გაგვაჩნია. ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს რეალურად უკან თუ გავიხედებით არაფერზე არ ვართ შეთანხმებული. ეს ნიშნავს რას, რომ ყოველივე ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ისტორია ამ ფურცლების, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდელ და მომავალ დღეზე. ჩვენი დაპირისპირება გროვდება სხვადასხვა შრეებად და ჩაბეტონებულია. ჩვენ თუ ეს არ დავძლიეთ შეიძლება უფრო გაღრმავდეს ეს დაპირისპირება. ჩვენ ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა - დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო, ამიტომ ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც ვალდებულია ერთიანობაზე, რომ რაღაცებზე შევთანხმდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.