პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას ჰქონდა სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეროვნული შეთანხმების პროცესის შესახებ აეხსნა.
მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით დაურეკა ივანიშვილს, თუმცა მან უპასუხა, რომ პოლიტიკაში აღარაა და შესაბამისად, საუბარი არ შედგა.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია მე მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწად-ნახევარი გახდა თითქმის. იმასაც გეტყვით, რომ მქონდა სურვილი მისთვისაც ამეხსნა ეროვნული შეთანხმების პროცესი. შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო და ჩვენი საუბარი არ შედგა“, - ამბობს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი, ამბობს, რომ დამოკიდებულია მხოლოდ საზოგადოებაზე.
მე ვთვლი, რომ ამ პროცესში ვარ სრულიად დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებული საზოგადოებაზე და ის გადაწყვეტს ეს პროცესი რამდენად წავა წინ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.