ყვარლის ტბის სასტუმროსთან პოლიცია ჟურნალისტებს აპარატურას ართმევს

ყვარლის ტბის სასტუმროსთან პოლიცია ჟურნალისტებს აპარატურას ართმევს
20-05-2023, 14:05 - 2023
355

კახეთში, იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც რუსეთიდან ჩამოსული ლავროვის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან, სავარაუდოდ სიგნალს ახშობენ, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია პირდაპირი ჩართვის განხორციელება.


პოლიცია ჟურნალისტებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევს.

ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. 

ყვარლის ტბის სასტუმროს შესასვლელთან ცოტა ხნის წინ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ჩააყენეს. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა