„თამაზაშვილმა უბრალოდ უთხრა ჭიჭიაშვილს, შენი გასაკეთებელია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმემ, კოტე ციხისთავმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი დუისში შედგა.
„რაც შეეხება თქვენი ძმის მკვლელობას, ერთადერთი, ვინც ამ საქმეში ხელს შეგვიშლის, ეს სანაია იქნება. ეს უკვე შენი პრობლემაა.
ამას უკვე თამაზ თამაზაშვილი ეუბნება ჭიჭიაშვილს, ხან ბაკურაძე საუბრობს, ხან თამაზაშვილი.
თამაზაშვილმა უბრალოდ უთხრა ჭიჭიაშვილს, შენი გასაკეთებელია. ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ჭიჭიაშვილი სერიოზული დამგეგმავი იყო...
მანამდე ამბობდნენ, ეგ ყველა ვარიანტში ხელს შეგვიშლის, ეგ უნდა მოშორდეს, ძაან გრძელი ენა აქვს, გადამგდებია, უნდა იცოდნენ, გრძელი ენა სასარგებლო არააო.
ზუსტ სიტყვებს ვერ გავიხსენებ, ბაკურაძეც იგივეს ამბობდა, ჭიჭიაშვილს მისცეს დავალება ბაკურაძემ და თამაზაშვილმა და ის დაეთანხმა, უთხრა, გავაკეთებო...
მათ არ იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი მე მოვისმინე“, - განაცხადა ციხისთავმა.