რუსი ოპოზიციონერი, დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი ოპოზიციონერი, დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს

31-01-2022, 18:17 - 2022
871
       

რუსი ოპოზიციონერი, დმიტრი გუდკოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

გუდკოვის თქმით, იგი სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა ქვეყნის საზღვრებიდან უკან გააბრუნეს. მისთვის მიზეზები არ განუმარტავთ.

„ჩამოვფრინდი კიევიდან თბილისში. სახელმწიფო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება რომ უკან კიევში გამაბრუნონ. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გააფრთხილეს. ოფიციალური მოწვევით ჩამოვედი. დაგეგმილი მქონდა შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუციათ, თუ რის გამო არ მიშვებენ, მხოლოდ მესაზღვრეების დამწუხრებული სახეები. ამბობენ, რომ ყველაფერი ესმით, მაგრამ... ესეც შენი რუსული ემიგრაციის ცენტრი, ესეც შენი რბილი ძალა რუსულ მშვიდობასთან სანახევროდ“, - აცხადებს დმიტრი გუდკოვი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები