ხვალიდან თბილისში ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება

ხვალიდან თბილისში ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება
31-01-2022, 23:00 - 2022
662

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ხვალიდან ამოქმედდება.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის თქმით, გაყიდული ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის.

„დღეის მონაცემებით, გაყიდული ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის. ვფიქრობთ, გაყიდვების რეალური მაჩვენებელი დაახლოებით მარტის შუა რიცხვებში გვექნება. ამ პერიოდისთვის რეალისტური იქნება მსჯელობა, რამდენად გადავიდა და შეეჩვია მოსახლეობა აღნიშნულ ბარათს. რაც შეეხება არსებულ ბარათებს ის ძალაში რჩება ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში და მასზე არსებული ბალანსი მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ. ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ საბანკო ბარათებიც გამოიყენონ. ყველა საშეღავათო ბარათი რჩება ძალაში და 16 ჯგუფის ადამიანები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, შეუნარჩუნდებათ“, - განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა