მურუსიძემ გოგაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა - სამხარაძე

მურუსიძემ გოგაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა - სამხარაძე

22-09-2022, 23:27 - 2022
570
       

სოსო გოგაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ალეკო სამხარაძე ლევან მურუსიძესთან შეხვედრას იხსენებს. 

ის ამბობს, რომ მურუსიძე თანახმა იყო გოგაშვილი ციხიდან დაეხსნა, თუ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გაჩუმდებოდა.

საუბარში თქვა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმის გამო, რომ გოგაშვილი გარეთ გამოვიდესო. ოღონდ ერთადერთი ადამიანია ჩინჩალაძე, რომელსაც შეუძლია გოგაშვილის გარეთ გამოყვანაო. ოღონდ თვითონ გოგაშვილი უნდა დაგვეხმაროს ამაშიო. დაგვეხმაროს, იგულისხმა ის, რომ გოგაშვილი გაჩუმებულიყო და არანაირი მხილება არ გამოექვეყნებინა საჯაროდ. მე მივედი და ვუთხარი, რომ გოგაშვილი არ აპირებდა გაჩერებას და აპირებდა სასამართლოს მხილებას. და არამარტო სასამართლოს, ხელისუფლების მხილებასაც“, - განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გოგაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა წერილი, სადაც ვრცლად საუბრობდა როგორ ახდენდა კლანის დავალებით სუს-ი ზეწოლას ცალკეულ მოსამართლეებზე და რომ პროცესის შესახებ საქმის კურსში იყო პირადად ბიძინა ივანიშვილიც. მურუსიძე სოსო გოგაშვილის ბრალდებაზე პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები