დღეს მცხეთაში, ისტორიულ ტაძარ, სვეტიცხოველში ლიტურგია ოკუპანტის ენაზე, რუსულად აღევლინა.
პროცესიის მიმდინარეობის დროს მოქალაქეები, რომლებმაც რუსული ლოცვის გამო პროტესტი გამოხატეს და ვიდეოს გადაღება დაიწყეს, ტაძარში არ შეუშვეს.
ვეცადეთ გაგვერკვია, რა ხდებოდა სვეტიცხოველში დღეს და რატომ ისმოდა იქ საქართველოს მთავარი მტრის ენაზე ლოცვა, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, თუმცა უშედეგოდ.