სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, 9 წლის მოზარდი დაიხრჩო.
შემთხვევა 17 ივნისს იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა. მოზარდის ცხედარი სანიაღვრე არხში იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.