ოკუპირებულ ხერსონში ოკუპანტებმა სასულიერო პირი გაიტაცეს. 
 
სერხი ჩუდინოვიჩი რუსებმა დილის საათებში, პირდაპირ ეკლესიიდან წაიყვანეს.
 
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა თავი „პოლიციელებად“ წარადგინეს და ეკლესიაში ჩხრეკა ჩაატარეს.
 
მღვდელი მწვანე Daewoo-ში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 
 
    
    
 
 








 










 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
