გერმანიის განცხადებით, ისრაელის მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინის მეოთხე დოზა COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტს აძლიერებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გერმანია ისრაელის მონაცემების დაყრდნობით აპირებს, რომ მეოთხე დოზის გამოყენების საკითხი განიხილოს.
გამოცემა წერს, რომ გაუწევს თუ არა გერმანია რეკომენდაციას ვაქცინის მეოთხე დოზას, ოფიციალური განცხადება ამის შესახებ მალე გაკეთდება.