„ბევრჯერ ვარ ნამყოფი“ - გომელაურის განცხადება გოგაშვილის ბრალდებაზე

„ბევრჯერ ვარ ნამყოფი“ - გომელაურის განცხადება გოგაშვილის ბრალდებაზე
15-09-2022, 19:14 - 2022
336

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სოსო გოგაშვილის ბრალდებებს უპასუხა.

მისი განცხადებით, გოგაშვილის განცხადებები სიცრუე და მოგონილია.

ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ალბათ 5-6 ვიზიტი მაქვს.

არავითარ შემთხვევაში, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩავდიოდი, შევხვდებოდი ჩვენს კოლეგებს, ოფიციალურ შეხვედრებზე რაც გვქონდა ხოლმე...

მინკსში იყო 100 წლისთავი, როდესაც იქ ჩამოსულები იყვნენ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც, როცა მიულოცეს... ზოგი იყო პირველი პირი, ზოგი იყო მეორე პირებიც, იქ მასაში შეიძლება ჩვეულებრივად ყველა იყვნენ. შეხვედრა პირისპირ? არასდროს არ მქონია...

რუსეთის ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო, მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას, ასევე აზერბაიჯანშიც ჩამოსულები იყვნენ და მიულოცეს. იქ იყო ამერიკის წარმომადგენლებიც, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყო, ხელმძღვანელები იყვნენ, კი, ბორტნიკოვიც იყო და დაზვერვის უფროსიც იყო...

რესტორანი არ მქონია არასდოდეს და არც ეხლა არა მაქ
“, - განაცხადა გომელაურმა. 

შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გომელაური FSB-ს დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს რამდენჯერმე შეხვდა და მცხეთაში, საკუთარ რესტორანში უმასპინძლა FSB-ს ორ გენერალს: სედოვს და ბესედას. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა