NASA-ს ცნობით, დედამიწას 76-მეტრიანი ასტეროიდი რამდენიმე საათში ჩაუვლის.
ასტეროიდის დედამიწამდე მანძილი დაახლოებით 6,8 მილიონი კმ-ია, ასტეროიდის სიჩქარე საათში 32184 კმ-ია.
ასტეროიდი 2023 HT4 დედამიწასთან 12 მაისს, გამთენიას გაივლის.
აღსანიშნავია, რომ თუ ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება 7,4 მილიონ კმ-ზე უფრო ახლოს და მისი ზომა 150 მ-ზე მეტია, მაშინ NASA მას პოტენციურად საშიშ ობიექტად მიიჩნევს, თუმცა 2023 HT4 არ აკმაყოფილებს ორივე კრიტერიუმს ერთდროულად, ამიტომ ის პოტენციურად საშიშ ასტეროიდან არ ითვლება.