იმნაძის განცხადებით, ერთ თვეში შესაძლოა ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს

იმნაძის განცხადებით, ერთ თვეში შესაძლოა ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს
27-01-2022, 01:29 - 2022
414

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საკმაოდ რეალურია, რომ 1 თვეში ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს.

„საკმაოდ რეალურია, რომ 1 თვეში ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული, 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც მიმდინარე ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს გადასცდა. 26 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 100 013-ია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა