განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

„ენგურჰესის“ ხელმძღვანელობა ენგურზე 4 პირის დაღუპვაზე - წყლის გაშვების წინ მოსახლეობა ინფორმაციას წინასწარ იღებს

„ენგურჰესის“ ხელმძღვანელობა ენგურზე 4 პირის დაღუპვაზე - წყლის გაშვების წინ მოსახლეობა ინფორმაციას წინასწარ იღებს
7-04-2021, 16:22
ავტორი: ნინა ჯანგირაშვილი

„ენგურჰესის" ხელმძღვანელობა მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად მოიმატა.

„პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს გამთენიისას, დაღუპულთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
მოინახულეს 68-ჯერ
კომენტარები