კელი დეგნანი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

კელი დეგნანი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
23-02-2022, 18:22 - 2022
1 514

საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება და მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს მართავს, ვიდეომიმართვა გაავრცელა და ისაუბრა იმ გზავნილების შესახებ, რომელსაც შეხვედრების შემდეგ საქართველოში ჩამოიტანს.

„მე ახლა ვასრულებ წინასწარ დაგეგმილ შეხვედრებს ვაშინგტონში და ველი, რომ ამ კვირის ბოლოს თბილისში ვიქნები. ვაშინგტონში მე შევხვდი კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში, კონგრესში და გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან, ისევე როგორც სხვა სააგენტოსთან. ჩვენ გვქონდა საუბარი ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობაზე. ბევრი რამ გვქონდა განსახილველი და ვფიქრობ, დროც კარგად შეირჩა უკანასკენ დღეებში მომხდარის გათვალისწინებით. 

მინდა გაგიზიაროთ ის მოსაზრებები, რომელიც მოვისმინე მიმდინარე კრიზისის თაობაზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ქმედებებით უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი და ყველა სხვა ფოკუსირებულია კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც აშშ-ის მთავარი პრიორიტეტია. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის, როგორც ორმხრივად, ისე მრავალმხრივად. ჩვენ ჩავერთეთ მოლაპარაკებებში იმისთვის, რომ გაგვეუმჯობესებინა ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა. ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ინფორმაციის გაზიარებას სხვადასხვა არხებით, რასაც მე გავაგრძელებ, როდესაც საქართველოში დავბრუნდები. 

ქართველებმა ისევე როგორც უკრაინელებმა აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, აშშ-ში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს, რაც დაფუძნებულია იმ დემოკრატიულ ფასეულობებზე, რომელსაც ჩვენ ვიზიარეთ, ეს არის თავისუფლების სიყვარული. ახლა უფრო მეტად როგორც არასდროს ამერიკა იდგება ქართველი ხალხის გვერდით, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ერთად ვიმუშავებთ იმ მომავლისთვის იმისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს. ეს არის სტაბილური უსაფრთხო და მდიდარი საქართველო, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული ერების ევროატლანტიკურ ოჯახში“, - განაცხადა კელი დეგანმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა