თავდაცვის მინისტრი: ლიბერალიზმი არის საფრთხე

თავდაცვის მინისტრი: ლიბერალიზმი არის საფრთხე
12-05-2023, 17:08 - 2023
248

„ლიბერალიზმი არის საფრთხე“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოება კონსერვატიულობაზე დგას.

„ჩვენს ხელისუფლებას, სხვა ალტერნატივა, ჩვენი აზრით, არ აქვს,  ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვის თუ შენარჩუნების.

თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა ახლა, კიდევ ვიმეორებ მე, ამ პრიზმიდან მინდა ვაჩვენო ჩვენს ოპონენტებს, ეს იქნება კატასტროფა და საქართველოს სუვერენიტეტის რისკები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო. ასე რომ, ჩვენ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, კიდევ ვიმეორებ, რომ შინაგანად პრემიერი და ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებას ვემხრობით. და შეიძლება ითქვას, კონსერვატიულობა არის ჩვენი მთავარი იდეა, ჩვენი ხელისუფლების. მე ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა