საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველი: მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა, ყველას ავტომატი მიაყარა

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველი: მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა, ყველას ავტომატი მიაყარა
20-01-2023, 09:52 - 2023
351

„მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა“, - ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 


მისივე თქმით, მსროლელი ამ კორპუსში 5 წელია ცხოვრობდა.

„სროლა პირველის ათ წუთზე დაიწყო, მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა. 4 ადამიანი ადგილზე გარდაცვლილი დავინახე, დაჭრილია ერთი, რომელიც გადაიყვანეს. არაფერს ამბობდა. ორივე მხრიდან ისროდა, გზის მხარესაც, ფანჯრიდან. დაღუპულები ადგილობრივები არიან, ჩემი მეზობლები, ამ კორპუსში ცხოვრობდნენ და ეზოში იყვნენ. მსროლელიც ჩემი მეზობელი იყო. ჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანი, არავისგან ცუდი მასზე არ გამიგია. ერთი ხუთი წელია აქ ცხოვრობდა, მანავიდან გადმოვიდა. რამდენადაც ვიცი მეუღლესთან გაშორებულია და მასთან გოგო და ბიჭი ჰყავს“, - განაცხადა ადგილობრივმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა