„პატივისცემას იმსახურებენ“ - რუსეთი „ოცნებას“ აქებს

„პატივისცემას იმსახურებენ“ - რუსეთი „ოცნებას“ აქებს
19-01-2023, 01:11 - 2023
348

„საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, პატივისცემას იმსახურებს“, - წერს РИА Новости.


ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

„ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს... შეუერთდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს. და ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა, თქვას, რომ (ისინი) იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებითა და მათი ეკონომიკის ინტერესებით, პატივსაცემია“, - თქვა ლავროვმა. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა