ქუთაისში გარემოვაჭრეები მერთან შეხვედრას ითხოვენ

ქუთაისში გარემოვაჭრეები მერთან შეხვედრას ითხოვენ
18-02-2022, 12:09 - 2022
583

ქუთაისში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მუშაობის უფლებასა და ქალაქის მერთან, იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მერიის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა სთხოვეს, სანაცვლოდ კი ისინი გარევაჭრობას გააგრძელებდნენ. როგორც ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, არჩევნები დასრულდა, თუმცა დანაპირები ვერ მიიღეს და გარე ვაჭრობის უფლება მათ არ ეძლევათ.

„ჩვენ პირადად მერს გვინდა რომ შევხვდეთ იმიტომ, რომ არჩევნების წინა დღეს მოვიდნენ მერიის წარმომადგენლები და გვთხოვეს, დაგვეხმარე, აგვირჩიეთ და თქვენს გვერდით ვიქნებითო. მე ვუთხარი, მოგცემთ ხმას, მაგრამ აქ ხომ დაგვაყენებთ სამუშაოდო, არ არის საუბარიო, დამთავრდა არჩევნები და ყოველ დღე გვაკითხავენ“, - განაცხადა გარე მოვაჭრემ.

მათივე თქმით, სთავაზობენ ბაზრობაზე შესვლასა და ვაჭრობის იქ გაგრძელებას, თუმცა მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ გადასახადი გადაიხადონ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა