საქართველოში უმუშევრობის დონემ 19%-მდე შემცირდა

საქართველოში უმუშევრობის დონემ 19%-მდე შემცირდა
18-02-2022, 11:54 - 2022
455

2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 51.2% შეადგინა. მათივე ცნობით, დასაქმების დონე გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით და 41.5 პროცენტს შეადგენს. 

ამასთანავე, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 3.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.7 პროცენტული პუნქტით.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა