„თავისუფლება უკრაინას“ - მოქალაქეებმა პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გამართეს

„თავისუფლება უკრაინას“ - მოქალაქეებმა პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გამართეს
16-02-2022, 10:36 - 2022
514

„თავისუფლება უკრაინას“, - ამ ლოზუნგით მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები გამოეხმაურნენ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და უკრაინელ მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

როგორც აქციონერები აცხადებენ, ის, რაც უკრაინაში ხდება, საქართველოს პრობლემაცაა, რადგან რუსეთი ითხოვს, რომ საქართველო და უკრაინაში ნატო-ში არ გაწევრიანდნენ.

„ვაცნობიერებთ, რომ ის აგრესიის აქტი, რომელიც ხორციელდება უკრაინის მიმართ, არ არის მხოლოდ მისკენ მიმართული. რუსეთის მოთხოვნები არის ის, რომ საქართველო და უკრაინა მოწყდეს ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციებს, არ გაწევრიანდეს ნატოში, ამიტომ გვინდოდა მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა უკრაინელი ხალხისთვის“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა