ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ პანდემია დასრულდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კოვიდ-ის პრობლემა ისევ არის, თუმცა ის შეიცვალა.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს COVID-ის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ მასზე. მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ ამჩნევთ, ნიღბებს არავინ ატარებს. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ის იცვლება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.