„ჩვენი ოცნება იყო ამ მიწაზე აგვეშენებინა პატარა სახლი...ყველაფერი დაარბიეს“ - თელავში უცხოელი წყვილი მეხუთედ გაქურდეს

„ჩვენი ოცნება იყო ამ მიწაზე აგვეშენებინა პატარა სახლი...ყველაფერი დაარბიეს“ - თელავში უცხოელი წყვილი მეხუთედ გაქურდეს
11-02-2022, 23:04 - 2022
454

თელავში მცხოვრები უცხოელი წყვილი, რომელიც საქართველოში მცირე ზომის სასტუმროს ასაშენებლად და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ჩამოვიდა, გაქურდეს.

ინფორმაციას ისინი ავრცელებენ და წერენ, რომ 2 დღის წინ ყველაფერი მოპარეს.

2 ღამის წინ ყველაფერი მოიპარეს ჩვენი მიწიდან.

მე ავსტრალიიდან ვარ და ჩემი ცოლი ტაილანდიდანაა. ვცხოვრობთ თელავში. ჩვენი ოცნება იყო ამ მიწაზე აგვეშენებინა პატარა საყვარელი სახლი, დაგვეპატიჟებინა ხალხი სუფთა ჰაერზე, კარგ საჭმელზე და ლამაზი თელავის დასათვალიერებლად, რომელიც ძალიან შეგვიყვარდა.

მაგრამ  2 ღამის წინ, ხალხი მოვიდა სატვირთო მანქანით, ავიდნენ და მოგვპარეს ჩვენი უსაფრთხოების კამერა, სანამ ვიდეოს ვნახავდით, შემდეგ ღობე აიღეს და ყველაფერი დაარბიეს მიწაზე“, -  წერს ავსტრალიის მოქალაქე.

მისივე თქმით, მოპარულია მავთულები, ბეტონი და კამერები. როგორც ის წერს, ქურდობის ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა და ჯამში წაღებულია 4 800 ლარის ნივთები.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა