ქუთაისში ტურისტი სცემეს

ქუთაისში ტურისტი სცემეს
11-02-2022, 20:37 - 2022
636

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ტურისტი სცემეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

დაშავებული კლინიკა „უნიქალმედში“ გადაიყვანეს. მამაკაცს გარეგნული დაზიანება არ აღენიშნებოდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, თუმცა დამატებით კვლევებზე მან უარი განაცხადა. 

ექიმის განცხადებით, 30 წლამდე მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მან კლინიკაში თქვა, რომ უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა