რამდენად მძიმეა Omicron ინფექციები

რამდენად მძიმეა Omicron ინფექციები
11-02-2022, 14:38 - 2022
633

ოთხ კვირაზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ აღმოაჩინეს. მას შემდეგ, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში დაფიქსირდა „ომიკრონის“ მზარდი  შემთხვევები, რამაც არაერთი კითხვა გააჩინა.

რამდენად საჭიროებს „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციას

სამხრეთ აფრიკის ანგარიშებში „ომიკრონის“ შემთხვევებში ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჰოსპიტალიზაციის რისკი „ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებში, ვიდრე „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებთან შედარებით, 29%-ით დაბალია.

ამან გამოიწვია ვარაუდები, რომ „ომიკრონი“ იწვევს უფრო მსუბუქ დაავადებას, ვიდრე წინა ვარიანტები. თუმცა ეს ვარაუდი რამდენიმე შემთხვევაში არ გამართლდა. მაგალითად, 13 დეკემბერს დანიამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი „ომიკრონისა“ და „დელტას“ შემთხვევებში ერთი და იგივე იყო. 

დანიის მსგავსად ინგლისის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სხვა ვარიანტების შემთხვევაში არსებული სიტუაციის მსგავსი იყო.

ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ „ომიკრონს“ შეუძლია COVID-ის ვაქცინით გამოწვეულ იმუნიტეტს თავი აარიდოს. ინგლისის მიერ გამოქვეყნებული ადრეული მონაცემების მიხედვით, ვაქცინები არ არის ისეთივე ეფექტური „ომიკრონთან“, როგორც სხვა ვარიანტების წინააღმდეგ, თუმცა „ბუსტერ“ დოზა ამცირებს დაავადებების გართულებისა და ჰოსპიტალში მოხვედრის რისკებს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა